LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ზე ახალი ვირუსი ვრცელდება

193

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”, მომხმარებლები გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ ალაპარაკდნენ. ახალი კომპიუტერული ვირუსისა და ამ ვირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ “ემიგრანტები იტალიაში” ვრცელდება.

SOS!!! სასწრაფოდ და ყველას!!!
გთხოვთ გადასცეთ ინტერნეტის ყველა მომხმარებელს, რომ ქსელში ვრცელდება Power point-ის პრეზენტაცია, სათაურით “das leben is wunderschon “life is beautiful”la vida es bella”(“ცხოვრება მშვენიერია”). არავითარ შემთხვევში არ გახსნათ ეს გზავნილი და მაშინვე წაშალეთ. თუ გახსნით, უკვე გვიან იქნება,კომპიუტერში არსებული ყველა მონაცემი გაქრება, ხოლო ის ადამიანი, რომელმაც ეს ელექტრონული წერილი გამოგიგზავნათ, მიიღებს წვდომას ყველა თქვენს მონაცემზე, პაროლებზე, ინფორმაციაზე, ეს არის უახლესი ვირუსი, რომელიც შაბათ საღამოდან ვრცელდება. ვერანაირი ანტივირუსული პროგრამა ვერ ანადგურებს მას. იგი გაუშვა და დანერგა ხაკერმა “life owner”, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპიუტერი გაანადგუროს. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რაღა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს ამ ვირუსის შესახებ- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები