LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ზე ბავშვების ადგილი არ არის – რა საფრთხეებზე საუბრობენ ამერიკელი პედიატრები

264

100-ზე მეტი პედიატრი ბავშვებისთვის შექმნილი მესენჯერის დაბლოკვას მოითხოვს.  BBC-ის ინფორმაცით, სპეციალისტებმა Facebook-ის ღია წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნავენ , რომ Messenger Kids-ის შექმნა უპასუხისმგებლო საქციელია და  რომ ბავშვები სოციალურ ქსელში ექაუნთის მართვისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არიან. პედიატრები მიჩნევენ, რომ სოცქსელებში არსებული ურთიერთობები უფრო რთული და კომლექსურია, რაც ხშირად კონფლიქტსაც კი იწვევს ზრდასრულ ადამიანებს შორის. Messenger Kids-ი კი ნეგატიურად შეუწყობს ხელს ამ პროცესს და შეაფეხრებს ბავშვების ჯანსაღ განვითარებას. სტატიაში ნათქვამია, რომ 13-14 წლის მოსწავლეები, რომლებიც სოციალურ ქსელებს დღის განმავლობაში 6-9 საათზე მეტ ხანს უთმობენ, გაცილებით უფრო უბედურად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებ დროს ატარებენ ინტერნეტში.

ცნობისთვის, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და დაავადებათა პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან 2016 წლამდე ამერიკელ თინეიჯერებში დეპრესია 60%-ით გაიზარდა. 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ყველაზე დიდი რისკის ჯგუფად თინეიჯერი გოგოები ითვლებიან.

შეგახსენებთ, Facebook-მა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა კომპანია Android ვერსიის გაშვებასაც აპირებს. ფეისბუქზე დარეგისტრირება მინიმუმ 13 წლის ასაკის მოზარდს შეეძლო, თუმცა საბავშვო მესენჯერის დახმარებით ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა. Messenger Kids – უფროსების Messenger-ის გამარტივებული ვერსიაა და დამცავი მექანიზმებითაა აღჭურვილი. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მშობლების თანხმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები