LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია ისევ სასტარტოშია: ზაზა NBA-ის მორიგ სეზონს იწყებს

41

NBA-ის ახალი სეზონი იწყება.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი რეგულარული ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონს” შეხვდება.
ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ოკლენდის Oracle Arena-სკენ იქნება მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნბა-ს საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი ზაზა ფაჩულია კალიფორნიელთა კლუბის შემადგენლობაში თავის მეორე სეზონს დაიწყებს.

სასიხარულოა, რომ ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო ხუთეულში მოიაზრება და დიდი ალბათობით მთელი სეზონიც ასე იქნება.

2017/18 წლების სეზონის რეგულარული პირველობის მსვლელობისას “გოლდენ სტეიტი” და “ჰიუსტონი” ერთმანეთს სამჯერ შეხვდებიან. კალიფორნიელთა და ტეხასელთა მომდევნო ორ პაექრობას ჰიუსტონი უმასპინძლებს.

გასულ სეზონში “გოლდენ სტეიტი” და “ჰიუსტონი” ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ჯეიმს ჰარდენის გუნდმა ერთადერთხელ მოახერხა ფაჩულიასა და მისი პარტნიორების ძლევა. ბოლო 15 დაპირისპირებაში “უორიორზს” “როკითსისთვის” 12-ჯერ მოუგია.

გოლდენ სტეიტის სასტარტო შემადგენლობა: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ზაზა ფაჩულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები