LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია შვიდკაცას მასპინძლობს: ქართული ანსამბლი კალათბურთზე ამერიკის ჰიმნს იმღერებს

75

ანსამბლი “შვიდკაცა” აშშ-შია და მალე ამერიკის ჰიმნს შეასრულებს.

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ ნბა-ს მორიგ მატჩს 21 დეკემბერს, შინ “მემფისთან” გამართავს. სწორედ ამ მატჩის დაწყების წინ შეასრულებს ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი. კალიფორნიაში ჩასულ მომღერლებს ფაჩულია მასპინძლობს. ზაზა სტუმრებს სან ფრანცისკოს აეროპორტში დახვდა და შემდეგ ერთ-ერთ რესტორანშიც მიიწვია.

სამწუხაროდ, თავად ზაზა ტრავმირებულია. “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა მხრის ტრავმა 3 დეკემბერს, “მაიამისთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე ერთხელ, ისიც 5 წუთით გამოჩნდა, მაგრამ ტკივილმა შეაწუხა.

“გოლდენ სტეიტმა” ბოლოს ლოს ანჯელესში “ლეიკერსს” ოვერტაიმში მოუგო 116:114 სძლია. ეს გახლდათ “გოლდენ სტეიტის” ზედიზედ მე-9 გამარჯვება და დასავლეთ კონფერენციაში მეორეზე არიან „ჰიუსტონის” შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები