LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და დასანანი მარცხი

26

ნბა-ს ლიდერმა „გოლდენ სტეიტმა“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ფლორიდაში, ერთ-ერთ აუტსაიდერ „მაიამისთან“ შეწყვიტა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა შეხვედრა ძირითადი დროის ბოლო წამზე, დიონ უატერსის სამქულიანით წააგო.

მატჩის დასულებამდე 11 წამით ადრე კევინ დიურანტმა ეფექტური გდებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უატერსმა საფინალო სირენამდე 0,6 წამით ადრე გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო. მიუხედავად აუტსაიდერობისა, „მაიამის“ ლიგის ლიდერ „გოლდენ სტეიტთან“ პაექრობის მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა. 2 კვირის წინ მაიამელები ოკლენდში ბოლომდე ებრძოლეს „გოლდენ სტეიტს“ და დასკვნით წუთებე წააგეს.

იმ გამარჯვებაში ფაჩულია ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა გახლდათ. მაიამურ მატჩშიც აქტიური იყო ქართველი ცენტრი და მასპინძელთა ბრისხანე ცენტრს, ჰასან უაიტსაიდს კარგადაც მეურვეობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი გარჯა ოკლენდელთა მარცხმა გადაფარა.

სწორედ უაიტსაიდის გამო იყო, რომ ფაჩულიამ მის საშუალო მაჩვენებელზე მეტ ხანს ითამაშა. რაკი მაიამელთა კომბინაციების მეტი წილი მათ ცენტრზე გადის, ზაზას ჰასანის სამეურვეოდ 27 წუთს მოუწია მოედანზე ყოფნა. ეს დრო კი ქართველისთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, „მემფისთან“ ოვერტაიმიან მატჩს თუ არ ჩავთვლით, რომელშიც ზაზამ მოედანზე 30 წუთი დაჰყო.

ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩჭრა მოაგროვა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. მისმა მაიამელმა ოპონენტმა უაიტსაიდმა 36 წუთი ითამაშა, ე დროშიც 10 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. ჰასანმა 13-ჯერ შეუტია თამაშიდან და მხოლოდ 4-ჯერ უწია მიზანს.

ოკლენდელებმა, რომლებსაც 38 გამარჯვება აქვთ, სეზონის მე-7 მატჩი წააგეს, თუმცა ლიდერობა არ დაუთმიათ. მომდევნო შეხვედრა „გოლდენ სტეიტს“ 26 იანვარს შარლოტში „ჰორნეთსთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები