LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას 7 ქულა “ფინიქსთან” მოგებულ მატჩში

41

„ჰიუსტონთან“ დამარცხებულმა „გოლდენ სტეიტმა“ დღეს შური „ფინიქს სანსზე“ იძია. არიზონელები კალიფორნიის ქალაქ ოკლენდს ეწვივნენ, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა მათ 29-ქულიანი მარცხი აგემა. „გოლდენ სტეიტმა“ „მზეებს“ შანსი არ დაუტოვა და 138:109 სძლია.

ზაზა მოედანზე 15 წუთით გავიდა და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მისთვის მიცემული სათამაშო დრო საკმაოდ პროდუქტიულად გამოიყენა.

ფაჩულიამ 5-დამ 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას საბოლოო მონაგარი გახლდათ 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი. ქართველი ცენტრი ჩაჭრებში მხოლოდ ფინიქსელ ერიკ ბლედსოს ჩამორჩა, რომელმაც 5 ჩაჭრა მიითვალა.

zaza-18-finix

პირველი ნახევარი ოკლენდელებმა მხოლოდ 9 ქულით მოიგეს, თუმცა მე-3 პერიოდში მეტოქეს შავი დღე აყარეს და გასანადგურებლად გაწირეს. ეს უპირველესად სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც მისი საამმატჩო 31 ქულიდან 20 სწორედ მესამე პერიოდში მიითვალა და 12-წუთეული მასპინძლებს 42:27 მოაგებინა. ბოლო მეოთხედს აზრი დაეკარგა, თუმცა ოკლენდელმა სათადარიგოებმა ლიდერობას 5 ქულაც წაამატეს და „გოლდენ სტეიტმა“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

17 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ ოკლენდში, 6 დეკემბერს, „ინდიანასთან“ ელის.

მანამდე კი, ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონთან” ორ ოვერტაიმში დამარცხდა.

„გოლდენ სტეიტის“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დასანანად, ოკლენდში დასრულდა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა, რომელიც მატჩისთვის განკუთვნილი დროის უმეტესობა „ჰიუსტონთან“ აგებდა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, თუმცა პირველი ექსტრაპერიოდიც ფრედ დასრულდა და მეორე ოვერტაიმში ჰიუსტონელებმა იმარჯვეს – 127:132.

ფაჩულიას ამ მატჩში მხოლოდ 8 წუთს მოუწია თამაში. ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა საწყისი 3 წუთის შემდეგ ის მოედნიდან გაიხმო და მოგვიანებით, კიდევ 5 წუთით ათამაშა. 8 წუთში ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. მოპოვებულ 2 ქულას ფაჩულიამ 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიამატა, ბურთიც ერთჯერ დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები