LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას სარეკორდო წუთები და “გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება

28

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ მორიგი მატჩი მოიგო. ოკლენდელებმა „მინესოტას“ უმასპინძლეს და ზედმეტი გასრთულებების გარეშე – 115:102 მოუგეს. ქართველმა ცენტრმა ამ მატჩში 25 წუთი ითამაშა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში სარეკორდოა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას გუნდში 34 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო სტეფ კარი. 28 ქულა, 10 მოხსნა, 6 დაფარება და 5 პასი კევინ დურანტის ანგარიშზე დაგროვდა.

min-recap-20161126

15 მოგებითა და 2 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში ლიდერია. მ ომდევნო მატჩი ოკლენდელებს 29 ნოემბერს, შინ „ატლანტასთან“ ელის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები