LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას ტრავმა აქვს: ზაზა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს (ვიდეო)

41

მხრის ტრავმის გამო ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტს” რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.

„შარლოტთან“ გასამართ მატჩში ზაზა ფაჩულია არ ითამაშებს. მას მარჯვენა მხარი აქვს დაშავებული და ზუსტად არაა ცნობილი, როდის დაუბრუნდება მოედანს.

მხარი ზაზამ 29 იანვარს „პორტლენდთან“ მოგებულ მატჩში დაიშავა. ის საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და 24 წუთში 14 ქულა მოაგროვა, თუმცა დაძაბული მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, რის დროსაც მეტოქე დაეჯახა და მხარი დაუშავდა.

რეაბილიტაციის ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ფაჩულია „გოლდენ სტეიტს“ რამდენიმე კვირით ვერ დაეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები