LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფადი ასლი: გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერება ბოლო სამი წლის ყველაზე პოზიტიური გადაწყვეტილებაა

173

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფება ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

როგორც საერთაშორისო-სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი კვირიკაშვილის გაპრემიერების გამო.

მისივე თქმით, სამი წლის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება ყველაზე პოზიტიურია.

ფადი ასლიმ მოგების გადასახადის გაუქმებაზე და ესტონური მოდელის დანერგვაზეც ისაუბრა.

„ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ბიზნესის სასარგებლოდ მისასალმებელია. მაგრამ არის პრიორიტებები, რაც მნიშვნელოვანია სხვა რამეზე მეტად. ჩვენთვის პრიორიტეტი არის შემოსავლების სამსახურის მხრიდან საბანკო ანგარიშების გაყინვა. ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ ამ პრობლემაზე“ – განაცხადა ფადი ასლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები