LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაფუ მესი: წლის ფეხბურთელი მოდრიჩი, რონალდო ან სალაჰი გახდება

87

უეფამ ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაგან ერთ-ერთი 2017-18 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო მოთამაშე გახდება.

სამეულში შედიან პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“), ხორვატი ლუკა მოდრიჩი („რეალ მადრიდი“) და ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).

როგორც ხედავთ, ნომინანტებს შორისაც კი არ არის ლეო მესი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და გოლებიც ოხრად შეყარა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ხელმოცარულმა თამაშმა, როგორც ჩანს, გავლენა იქონია.

სალაჰი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია და ლიგის ფინალამდე მივიდა, მოდრიჩმა და რონალდომ ლიგა მოიგეს, პლუს ხორვატი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო სწორედ ამ ორიდან აირჩევა.

გამარჯვებულის ვინაობა 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები