LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფახერ ალ შავაფი: საქართველო საინტერესო ბაზარია საუდელი ინვესტორებისთვის

106

საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ჯგუფის Al-Bawani- ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი თბილისში გამართულ შეხვედრებს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებს.

მათივე განცხადებით, საუდის არაბეთისთვის საქართველო თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით საინტერესო ბაზარია და თბილისში გამართული შეხვედრებისას თანამშრომლობის საინტერესო მიმართულები გამოიკვეთა.

„სიმართლე გითხრათ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კულტურული მრავალფეროვნება, გასაოცარი ადამიანები და მშვენიერი ქალაქი ნამდვილად აჩენს სურვილს გადავდგა მორიგი ნაბიჯები. ეს ნამდვილად საინტერესო პოტენციური ბაზარია საუდელი ინვესტორებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებთან და ფონდებთან შეხვედრების დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ თანამშრომლობის ბევრი შესაძლებლობა, რომლის შესახებაც ვიმსჯელეთ“, – განაცხადა ფახერ ალ შავაფიმ.

საგარეო უწყების ცნობით, საუდელმა ინვესტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ მისი კომპანია საქართველოსთან ურთიერთობის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს. ფახერ ალ შავაფიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა საქართველოში საუდური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

სამინისტროს ინფორმაციით, Al-Bawani Group-ის ხელმძღვანელი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს და შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებთან გამართა. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გაერთიანება Al-Bawani Group“ 30 წელზე მეტია საქმიანობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს.

პოპულალურები