LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

52

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები