LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანების აღიარება: კანკავა რეიმსში საუკეთესოა

160

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „რეიმსის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს პატივი ქართველს კლუბის გულშემატკივრებისგან ერგო.

ჯაბა აწგასრულებულ სეზონში ფანების მხრიდან სამჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად: ნოემბერში, თებერვალსა და მარტში. შესაბამისად, სეზონის საუკეთესო მოთამაშეც ის გახდა. ჯაბამ ჟულიენ ჟანვიერს აჯობა, რომელიც მეორე პოზიციაზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დიეგო რიგონატოს ერგო.

„ქართველმა გულშემატკივრებისგან სიყვარული მებრძოლი ხასიათისა და ჟინის გამო მიიღო“, – წერს „რეიმსის“ ვებგვერდი.

ჯაბა კანკავამ 2016-2017 წლების სეზონში „რეიმსის“ ღირსება 20 შეხვედრაში დაიცვა, გოლი კი არ გაუტანია. „რეიმსმა“ ლიგა 2-ში 55 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში დაბრუნება ვერ მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები