LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანებმა პრეზიდენტს მანქანები დაუწვეს

33

უცნობმა პირებმა სერია ა-ს აუტსაიდერის „პესკარას“ პრეზიდენტის ორი მანქანა დაწვეს.
ბოსს ავტომობილი უფრო მეტი ყავს, ვიდრე მოგება აქვს ჩემპიონატში.

დანიელე სებასტიანის ორი ავტო უვარგისობამდე დაიწვა, დაზიანდა ახლო მდგომი სხვა მანქანებიც. დანაშაულს პოლიცია იძიებს, იყენებს სათვალთვალო ვიდეოკამერებს. წინასწარი ვარაუდით დამნაშავეებმა აალებადი ნაზავი ავტოფარეხში შეაგდეს.

დანაშაულის მოტივი შესაძლოა კლუბის შედეგებით ფანების უკმაყოფილება იყოს.

„პესკარამ“ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ბუნებრივია ცხრილში ბოლო ადგილზეა.
კლუბის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სეზონის ბოლოს პოსტს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები