LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანებთან შეხვედრისას ანჯელინა ჯოლი ემოციებს ვერ მალავდა (ფოტო)

47

ანჯელინა ჯოლი ამჯერად ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს შეხვდა. 42 წლის მსახიობი ნიუ-იორკში სპეციალურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც კამბოჯის ისტორიას მიეძღვნა. ოსკაროსანმა ვარსკვლავმა შეხვედრაზე საკუთარ ფილმზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კინოსურათი  First They Killed My Father  წელს უცხოური ფილმის ნომინაციაში „ოქროს გლობუსისთვის“ იბრძოლებს.

შეხვედრაზე ჯოლი შავი ბარხატის პალტოში გამოჩნდა და ყურადღება განსაკუთრებული კომუნიკაბელურობითაც მიიქცია. მან ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ფანებთან გადაინაცვლა, მათთან ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფებიც დაარიგა. ემოციებით სავსე მსახიობი უჩვეულოდ ბედნიერი ჩანდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები