LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფანჯრები მანქანაში დაკეტეთ” – ასაფეთქებლებს მანქანებში აგდებენ

135

ვაკეში და ვერაზე პატარა ბიჭები მანქანებში ე.წ. „ასაფეთქებლებს“ აგდებენ, ამის შესახებ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ხათუნა მაღლაკელიძე წერს.

„პეროვსკაიაზე, ჯანაშიაზე, ზანდუკელზე,ბარნოვზე, ფალიაშვილზე მოძრაობენ 7-10 პატარა ბიჭი რომელიც ასაფეთქებლებს აგდებენ მანქანებში..!

თვალის გარეშე კინაღამ დავრჩი!

ფანჯრები მანქანაში დაკეტეთ ვისაც ჩემსავით ღია ფანჯრით უყვარს სიარული. ..“ – წერს მაღლაკელიძე.

პიროტექნიკის აკრძალვას მოქალაქეების ნაწილი უკვე დიდი ხანია, ითხოვს. გასულ წელს რამდენიმე ონლაინ პეტიციაც შედგა.

პიროტექნიკით მიღებული დაზიანებები ხშირად იმდენად სერიოზულია, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო. გასულ წელს სხეულის დაზიანებით დამწვრობის ცენტრს ათმა ადამიანმა მიმართა. წელს კი, ზამთრის დადგომის შემდეგ „ასაფეთქებლით“ 2 ადამიანი დაზიანდა, მათ შორის 3 წლის ბავშვი.  იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში აცხადებენ, რომ ბავშვს ხელის მტევანი ჰქონდა დაზიანებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენი გამოცდილებით, ძირითადად, 25 დეკემბრიდან მატულობს პაციენტების რაოდენობა და ეს გრძელდება ძველით ახალ წლამდე. შარშან დამწვრობის ცენტრში 10 შემთხვევა დაფიქსირდა,“ – აცხადებს კლინიკის დირექტორი გუგა ქაშიბაძე „ფორტუნასთან“.

პიროტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებით დღეს შსს-მ რეკომენდაცია გაავრცელა.

„სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით – ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გვანცა ბზიავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები