LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FAO: შაქრის ფასები კვლავ მცირდება

134

გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების თვიური ინდექსი აპრილში პრაქტიკულად, არ შეცვლილა და 173,5 ქულა შეადგინა.

მარტის თვესთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი 2,7%-ით გაიზარდა. მარცვლეულისა და რძის პროდუქტები ფასების ზრდის ტენდენციას ინარჩუნებენ, ხოლო შაქრის ფასები კვლავაც მცირდება.

FAO-მ ასევე წარმოადგინა 2018-2019 წლების სეზონის პირველი პროგნოზი მარცვლეულისათვის. მიმდინარე სეზონისათვის ნავარაუდევია გლობალური გამოშვების მოცულობის, ასევე მარაგების მოცულობის შემცირება. მანამდე, ეს ორი მაჩვენებელი სარეკორდო ნიშნულს უახლოვდებოდა.

FAO-ს ინფორმაციით, მარცვლეულის ფასების თვიურმა ინდექსმა აპრილში 1,7 %-ით მოიმატა. „ზრდა უკვე მეოთხე თვეა უწყვეტად გრძელდება და ინდექსი გასული წლის აპრილის შესაბამის მაჩვენებელს 15,4%-ით აღემატება. ხორბლის ფასებზე გავლენა იქონია ამინდთან დაკავშირებულმა რისკებმა შეერთებულ შტატებში. ამავე დროს, არგენტინაში გვალვის მოლოდინის შემცირებამ და ნათესი ფართობების შედარებითმა ნაკლებობამ აშშ-ში, სიმინდის ფასების ზრდა განაპირობა. ბრინჯის ფასებიც ასევე გაიზარდა.

“რძის პროდუქტების ფასების ინდექსი მარტის თვესთან შედარებით 3,4 %-ით გაიზარდა, რაზეც მაღალმა მოთხოვნამ და ახალ ზელანდიაში საექსპორტო მარაგების შესახებ მოლოდინებმა იმოქმედა. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ძირითადი სასურსათო პროდუქტების გლობალური ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. დანარჩენი სამი ძირითადი პროდუქტის შემთხვევაში, ფასების შემცირება ფიქსირდება. მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი აპრილში 1,4%-ით დაეცა, ხოლო ხორცის ფასები 0,9 %-ით შემცირდა შაქრის ფასების ინდექსი მარტის თვესთან შედარებით 4,8%-ით დაეცა და 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 24 %-ით ნაკლებია. დაბალი ფასები ჭარბმა მიწოდებამ განაპირობა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია სარეკორდო წარმოების მოცულობით ტაილანდსა და ინდოეთში (მსოფლიოში მეორე უმსხვილესი შაქრის მწარმოებელი). ასევე, შაქრის ფასებზე ზეწოლას ახდენს შაქრის უმსხვილესი მწარმოებლის, ბრაზილიის ეროვნული ვალუტის დევალვაცია“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები