LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტისათვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

31

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შესაძლებელია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობაზე.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები