LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია – ივანიშვილი

41

ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების დამფუძნებელმა და თავმჯდოამრემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სამ ტელეჟურნალისტთან საუბრისას.

ტვ პირველის ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ  ბიძინა ივანიშვილს უპასუხა, რომ მას კი არ უნდა დაესაჯა ოთარ ფარცხალაძე,  ეს საქმე კონკრეტულ უწყებებს უნდა გამოეძიებინათ, რაზეც “ქართული ოცნების” თავმჯდოამრე  პასუხობს, რომ  “არსად არ ჩანს, რომ მე დავსაჯე ან კონკრეტულმა უწყებამ დასაჯა, მაგრამ თქვენს კითხვაში ისმის ეს და არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს. ამიტომაც მეც გავაკეთე ამაზე მახვილი.”

ბიძინა ივანიშვილმა თვითონ იკისრა მოდერატორის როლი რუსთავი2-ის, ტვ პირველისა და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებთან. მან ინტერვიუს დასაწყისში არნიშნა, რომ სხვა ჟურნალისტებსაც შეხვდება. მისი  თქმით, დღევანდელ გადაცემაში ჟურნალისტებს სამ-სამი კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.

“3 ჟურნალისტის შემთხვევაში მედიატორის როლს მე ავიღებდი ჩემს თავზე. ცაცია ვარ და მარცხნიდან დავიწყოთ და ყველას მინიმუმ 3 კითხვის დასმის საშუალება მოგეცემათ. როდესაც ბევრ ჟურნალისტს ვხვდებით, ზოგი ჟურნალისტი კითხვის დასმასაც ვერ ახერხებს.  მინიმუმ სამი კითხვის დასმის საშუალება გექნებათ თითოეულ თქვენგანს და ვნახოთ როგორ გამოგვივა. მე შევხვდები სხვა ჟურნალისტებსაც სხვა ფორმატში და არავინ უკმაყოფილო არ იქნება“ – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები