LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარდაში გახვეული“ რიანა გიგანტური ბოთფორდებით Coachella-ს ფესტივალზე (ფოტო)

270

რიანა Coachella-ს ფესტივალის ხშირი სტუმარია. ამჯერად მუსიკოსი ფესტივალს ორიგინალური ლუქით ესტუმრა და პრაქტიკულად „ფარდაში გახვეული“ გამოჩნდა ღონისძიებაზე. ორიგინალურ კაბა-შარვალს მომხიბვლელმა მომღერალმა გიგანტური ბოთფორდები შეუთავსა, რომელიც Y/Project-ის მოდის სახლს ეკუთვნის. სწორედ ამ მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, გლენ მარტენსის მიერაა შექმნილი შარვალი, რომელიც შორტებად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელიც პირველად რიანაზე ვიხილეთ.

საინტერესოა, რომ ანსამბლს რიანამ ორიგინალურად შეუხამა ვარცხნილობაც და ამისთვის Gucci-ის თმისამაგრი შეარჩია. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ნებისმიერ სხვა ვარსკვლავს ამ ჩაცმულობით ყველაზე უგემოვნო სტატუსს მიაწერდნენ. უხდება თუ არა რირის ახალი სტილი, განსჯა თქვენთვის მოგვინდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები