LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი-ზაზა სარალიძე

69

“ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. იქ სისხლის ძალიან ბევრი კვალი იყო, რაც ზუსტად დაადგენდა, რა ხდებოდა,” – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი იყო 1.95 სიმაღლეში, ხოლო ამ ფარდულის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, 1.30-1.40 მეტრი. არც ერთი ბავშვი არ არის 1.60 მეტრზე დაბალი. ჩნდება კითხვა, ეს ყველა ბავშვი ერთად როგორ მოთავსდებოდა ამ ფარდულში და მოხდა თუ არა ჩემი შვილის მკვლელობა ფარდულის შიგნით და არა გარეთ? ეს ფარდული რომ არ დანგრეულიყო, ზუსტად დადგინდებოდა იქ ყოფნისას ჩემი შვილის მდებარეობა – რომელ მხარეს იდგა, საით იყო შეტრიალებული, რამდენად შეეძლო გ.ჯ-ს, რომ 12 ჭრილობა მიეყენებინა, რამდენი ადამიანის მოთავსება შეიძლებოდა ამ 5 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, როდესაც ფარდულის დანგრევის მიზეზის გარკვევას შეეცადა, გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ უპასუხა, რომ ფარდული კერძო საკუთრება იყო და ხელის შეშლის უფლება არ ჰქონდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები