LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარელ უილიამსი – საქართველოში კიდევ ერთ მეგავარსკვლავს ელოდებიან!!!

111

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ზაფხულს საქართველოში ყველა თქვენი მუსიკალური ოცნება ახდება. რობი უილიამსი – თბილისში, “მარუნ 5”, ლორენ ჰილი, ქუინსი ჯონსი, კრის ბრაუნი და სხვა ვარსკვლავები – ბათუმში ჩამოდიან. თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მყვირალა ივენთი, რომლის შესახებ ჯერ არაფერი იცით და “ფორტუნა“, ტრადიციისამებრ, პირველი მოგახსენებთ.

საუბარი გვაქვს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო პროდიუსერზე, მუსიკოსსა და შემსრულებელზე, როგორიც არის ფარელ უილიამსი. ჩვენი წყაროს ცნობით, ის საქართველოში ივლისში საკუთარი შოუთი ჩამოდის.

კონკრეტული თარიღი არ სახელდება, მაგრამ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მისი კონცერტით გაიხსნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში აშენებული Black Sea Arena. ეს გახლავთ უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ათი ათასამდე ადამიანს იტევს. მისი ინფრასტრუქტურა და აპარატურა, რომელიც არენაზეა დამონტაჟებული, მსოფლიოში ნებისმიერი სირთულის შოუს გამასპინძლებას გაუმკლავდება.

ისეთი რეიტინგული მუსიკოსები, როგორიც ფარელ უილიამსია, ორგანიზატორებს საკმაოდ მსუყე ტექნიკურ მოთხოვნებს უყენებენ, რისი დაკმაყოფილების შესაძლებლობაც საქართველოში უკვე გაჩნდა.
ოფიციალურად, ჯერჯერობით, ფარელ უილიამსის ჩამოსვლა არ დასტურდება, თუმცა ამბობენ, რომ მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

ვინაიდან ამ კონცერტს სახელმწიფო არ აკეთებს, ისეთი დემოკრატიული ფასები არ იქნება, როგორიც სხვა კონცერტებზეა, მაგრამ სავარაუდოდ, ძალიან მაღალ ფასსაც არ დაადებენ.

პოპულალურები