LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

73

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები