LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფართების პოტენციური ინვესტორებისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემაზე პროექტს საკრებულომ მხარი დაუჭირა

83

თბილისში გეგეშიძის ბაღთან, მეტრო “ვარკეთილის” და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ფართების პოტენციური ინვესტორებისთვის სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაცემაზე პროექტს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შედეგად, პოტენციური ინვესტორი ამ ლოკაციებზე ვალდებული იქნება კვლევის შედეგად დადგენილი მინიმალური ოდენობის მიწისქვეშა პარკინგები მოაწყოს.

საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ ამ ლოკაციებზე ჩატარებულიყო აუქციონი და არა ტერიტორია გასხვისებულიყო ერთ ლარად. მათი კიდევ ერთი შენიშვნა შეეხებოდა ამ ლოკაციებზე კომერციული ფართების გაჩენის საშიშროებას.

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კი, შიშობს რომ შესაძლოა, ამ ლოკაციებზე ქალაქმა მიიღოს კომერციული ფართები.

როგორც საკითხის განხილვისას ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კომერციული ფართების გაჩენა არ არის გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისას, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კვლევამ სხვა რამ აჩვენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები