LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასანაური ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტი გახდება

1314

ფასანაურში ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტის მოწყობა იგეგმება. პროექტის განხორციელებას ქართული საინვესტიციო კომპანია Georgian Ventures & Investment (GVI) აპირებს.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროექტის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, საიდანაც ვიგებთ, რომ კომპლექსში 20 კეთილმოწყობილი ოთახი იქნება. აქ დამსვენებელს უნიკალურ მომსახურებას შესთავაზებენ, რომელშიც შევა, როგორც მედიტაცია, ასევე სხვადასხვა სახის თერაპია.

კურორტი დამსვენებელს ოთხივე სეზონზე მოემსახურება. ის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბუნებაში ყოფნა, სიმშვიდე და ჰარმონია უყვარს.

ცნობისთვის, Georgian Ventures & Investment საქართველოში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, საგურამოში არაბულ კომპანია Salim Ali Al Shamsi-სთან ერთად მინი-ქალაქ „საგურამოს ბაღებს“ აშენებს. არსებული ინფორმაციით, საგურამოს მინი-ქალაქი იქნება მეგა პროექტი. ის საცხოვრებელ კორპუსებს, ვილებს, კოტეჯებს, სამედიცინო ცენტრს, 4-ვარსკვლავიან საკურორტო სასტუმროს, საკურორტო ცენტრს, დასასვენებელ პარკს, გოლფის მინიმოედანს, სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს, პატარა ტბებისა და ხილის ბაღების მქონე პარკს გააერთიანებს. აქვე განთავსდება საქორწინო დარბაზიც.

საგურამოს მინი-ქალაქი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან კლიენტების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. ქალაქში ჯამში 5 ათასი ადამიანი იცხოვრებს.

შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგურამოში 2016 წლის აპრილში დაიწყო. ქალაქის მშენებლობა 4 წელში უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები