LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასების ინდექსი 4,8%-ით გაიზარდა

64

წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2016 წლის დეკემბერში 2016 წლის ნოემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის დეკემბერთან შედარებით ინდექსის 7,5 პროცენტიანი, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით 33,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, 2016 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე 5,4 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან ცვლილებაში 4,49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (22,8 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (2,5 პროცენტი).

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (35,5 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (5,9 პროცენტი) ქვესექციებზე;

• ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ 0,65 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;

• სამთომოპოვებითი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით. შესაბამისად, სექციის წვლილმა 0,64 პროცენტული პუნქტი შეადგინა ინდექსის მთლიან ცვლილებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები