LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fashion Corner – გერმანული და ჰოლანდიური ბრენდების სამოსი თბილისშია

263

თბილისში გერმანული და ჰოლანდიური ბრენდების სამოსი იყიდება. ევროპული ხარისხის პროდუქციას მომხმარებელს მაღაზია Fashion Corner Tbilisi სთავაზობს, რომელიც თაქთაქიშვილის (რიგის) ქუჩის #7/9-ში მდებარეობს.

როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის დამფუძნებელმა, მარიკა ფიცხელაურმა განუცხადა, სამოსის იმპორტი პირდაპირ გერმანული და ჰოლანდიური საწარმოებიდან ხორციელდება.

”ვთანამშრომლობ რამდენიმე ევროპულ მსხვილ საწარმოსთან, საიდანაც ჩამომაქვს სხვადასხვა ბრენდების პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ შუამავლების გარეშე, პირდაპირ მომწოდებლისგან ვყიდულობ სამოსს, არ მიწევს პროდუქციაზე მაღალი ფასების დადება. ხშირ შემთხვევაში, Fashion Corner-ში წარმოდგენილ პროდუქციაზე ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე იგივე საწარმოების სამოსზე, რომელიც ევროპულ მაღაზიებში იყიდება. ვფიქრობ, ჩვენი ფასები სრულად არის მორგებული ქართველ მომხმარებელზე”, – აღნიშნა მარიკა ფიცხელაურმა.

მისივე ინფრომაციით, Fashion Corner მომხმარებელს გარდა გერმანული და ჰოლანდიური ბრენდებისა, იტალიურ სამოსსაც სთავაზობს. მაღაზია, ძირითადად, ქალისა და მამაკაცის კოლექციებზე მუშაობს.

”აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს მაღაზიაში იყიდება ზუსტად ის კოლექცია, რომელიც მოდაშია კონკრეტულ წელს და იყიდება ევროპაში”, – განმარტა Fashion Corner-ის დამფუძნებელმა.

როგორც მარიკა ფიცხელაური ამბობს, ის გერმანულ და ჰოლანდიურ ტანსაცმლის საწარმოებთან თითქმის 18 წელია თანამშრომლობს და ამდენივე წელია, რაც ქართველ მომხმარებელს ევროპული უმაღლესი ხარისხის სამოსს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები