LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან

111

ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან. ომის გმირები „ფორტუნასთან“  72 წლის წინანდელ ამბებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს იყო ურთულესი წლები მათ ცხოვრებაში და ამაყობენ გამარჯვებით, რომელიც მსოფლიოს მოუტანეს.

ომის ვეტერანი ლერი სურმავა

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე უკვე მიულოცა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზრიამ.

„საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. ასი ათასობით ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებს ამ გმირობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან სანთლები დაანთო.

ვაკის პარკში ელოდებიან საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით უკვე შეამკეს საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

ვაკის პარკში დამონტაჟებულია სცენა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება. ასევე, დაგეგმილია სადილი ვეტერანებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები