LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fauna land მთაწმინდის პარკშიც გაიხსნება

355

პირველი კონტაქტური ზოოპარკი საქართველოში ფართოვდება– Fauna land-ის რიგით მეორე ფილიალი მთაწმინდის პარკში გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” Fauna land-ში განუცხადეს, კონტაქტური ზოოპარკის კარი მთაწმინდაზე მაისის დასაწყისში გაიღება და ის მომხმარებელს იმავე სერვისს შესთავაზებს, რასაც Fauna land-ის არსებული ფილიალი.

”ჩვენთან მუდმივად მზარდია როგორც ინდივიდუალური კლიენტების, ისე ჯგუფების რაოდენობა. ამიტომ, გაფართოება გადავწყვიტეთ. ამჟამად მთაწმინდის პარკში ზოოპარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გავიხსნებით მაისის თვეში, თუმცა, ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით არ ვიცით. ჩვენს სტუმრებს აქაც ექნებათ შესაძლებლობა, მოეფერონ და აჭამონ Fauna land-ის ცხოველებს”, – აღნიშნეს Fauna land-ში.

მათივე ინფორმაციით, კონტაქტური ზოოპარკი არის ცოცხალი გამოფენა წვერიანების, რქებიანებისა და კუდიანების . აქ თავმოყრილია დაახლოებით 40-ამდე სახეობის სხვადასხვა ცხოველი. მთაწმინდის პარკის Fauna land-ში კი, კიდევ უფრო მეტი ცხოველი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ცხენები.

ცნობისთვის, Fauna land მუშაობს ყოველდღე 11-დან 20-მდე შესვენების და დასვენების გარეშე. ბილეთის საფასური:  ზრდასრულებისთვის 9 ლარი, ბავშვები სამწლამდე უფასოდ, 3-დან – 14-მდე- 7 ლარი .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები