LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფავორიტები მეორე ტაიმში იგებენ

39

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი გრძელდება. წუხელ საქმეში მორიგი ბობოლები ჩაერთვნენ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა „რეალმა“ და ერთ-ერთ,ა მთავარმა ფავორიტმა „ბაიერნმა“ თავიანთი მატჩები მეორე ტაიმში მოიგეს.

 
მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 გაანადგურა.
შეხვედრაში ანგარიში არიენ რობენმა ულამაზესი დარტყმით 11-ე წუთზე გახსნა. შემდეგ კი ალექსის სანჩესმა გაათნაბრა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.
ლონდონელების განადგურებას სათავე კი რობერტ ლევანდოვსკიმ დაუდო 53-ე წუთზე, რასაც ტიაგო ალკანტარას დუბლი მოჰყვა, ალკანტარას შემცველმა ტომას მიულერმა კი საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დააფიქსირა.
საპასუხო მატჩი ლონდონში 7 მარტს გაიმართება.

“ბაიერნი” – “არსენალი” 5:1 (1:1)მიუნხენი, “ალიანს არენა”, 70 000 მაყურებელი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ჩაბი ალონსო, ვიდალი; რობენი (რაფინია 88), ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა (კიმიხი 84); ლევანდოვსკი (მიულერი 86)

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი (გაბრიელ პაულისტა 49), გიბსი; კოკელინი (ჟირუ 77), ჯაკა; აივობი (უოლკოტი 66), იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი; სანჩესი

გოლები: 1:0 რობენი (11), 1:1 სანჩესი (30), 2:1 ლევანდოვსკი (53), 3:1 ტიაგო ალკანტარა (56), 4:1 ტიაგო ალკანტარა (63), 5:1 მიულერი (88)

გაფრთხილება: ჰუმელსი (26), ლამი (83) – მუსტაფი (15), სანჩესი (33), ჯაკა (60)

გამოუყენებელი პენალტი: სანჩესი (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 6 (5) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 3:2

 

– –
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალური მატჩში “ნაპოლის” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ანგარიში ლორენცე ინსინიემ მე-8 წუთზე გახსნა. “სამეფო კლუბმა” გათანაბრება 10 წუთში ქარიმ ბენზემას გოლის წყალობით შეძლო. მეორე ტაიმში კი ტონი კროოსმა მასპინძლები დააწინაურა. 54-ე წუთზე კი კაზემირომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საპასუხო მატჩი 7 მარტს იტალიაში გაიმართება.

“რეალი” – “ნაპოლი” 3:1 (1:1)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”, 80 000 მაყურებელი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი (პეპე 71), ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ხამესი (ვასკესი 76), ბენზემა (მორატა 81), რონალდუ

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (ალანი 75), დიავარა, ჰამშიკი (მილიკი 84); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

გოლები: 0:1 ინსინიე (8), 1:1 ბენზემა (18), 2:1 კროოსი (49), 3:1 კაზემირო (54)

გაფრთხილება: სერხიო რამოსი (17), მოდრიჩი (52) – ზიელინსკი (38), მერტენსი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 7:1

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები