LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფავორიტების მინიმალიზმი: ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა

85

ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ გზას შეუდგა: გაიმართა მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ორი წყვილის პირველი თამაშები. ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა არც თუ მარტივად და მხოლოდ მინიმალური სხვაობით. შესაბამისად, ყველაფერი განმეორებით შეხვედრებში გადაწყდება. ინტრიგა შენარჩუნებულია.

ბარსელონა-ატლეტიკო      2:1

გოლები: 0:1 ფ. ტორესი (25), 1:1 სუარესი (63), 2:1 სუარესი (74)

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი (63. რაფინია), ბუსკეტსი (80. ს. რობერტო), ინიესტა (83. არდა თურანი) – მესი, ნეიმარი, სუარესი

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, ლ. ერნანდესი, გოდინი, ფილიპე ლუიში – კოკე, გაბი, საული (90. ა. კორეა) – გრიზმანი (76. თ. პარტეი) – ფერეირა-კარასკო (53. ა. ფერნანდესი), ფ. ტორესი

გაფრთხილება: ბუსკეტსი, სუარესი, მასკერანო – ტორესი, კოკე, ტორესი, ფილიპე ლუისი, გრიზმანი, ერნანდესი, ობლაკი, ფერნანდესი

გაძევება: ტორესი (35)

“დღეს მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვხედავდი, რომლებიც დიდი მონდომებითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. რაც შეეხება ფერნანდო ტორესის გაძევებას, შემიძლია ვთქვა, რომ სამართლიანად გააძევა ის მსაჯმა.

განმეორებითი მატჩი? “ბარსელონა”, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე და ეცდება გაიმარჯვოს”, – განაცხადა ”ბარსელონას” მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.

 

ბაიერნი-ბენფიკა     1:0

გოლი: 1:0 ვიდალი (2)

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, კიმიხი (60. ხ. მარტინესი), ალაბა, ბერნატი – ვიდალი – დ. კოშტა (70. კომანი), მიულერი (85. გიოტცე), ალკანტარა, რიბერი – ლევანდოვსკი

ბენფიკა: ედერსონი – ა. ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ – პიცი (91. სამარისი), ფეიშა, რ. სანჩესი, გაიტანი – ჟონასი (83. სალვიო), მიტროღლუ (70. რ. ხიმენესი)

გაფრთხილება: რიბერი, ბერნატი – ჟონასი, ლინდელოფი

საპასუხო მატჩი 13 აპრილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები