LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფავორიტი ვიყავი, მაგრამ უცებ, სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი – გურამ კაშია

75

„ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ, ჰოლანდიურ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში მან, სხვა თემებთან ერთად, ლგბტ პირთა მხარდასაჭერ გაკეთებულ სამკლაურზე და ამაზე ატეხილ სკანდალზეც ისაუბრა.

„სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხმყოფელი სიტყვები – ასეთი დამოკიდებულება აქამდე არასოდეს მინახავს.

ჩემს ქვეყანაში ფავორიტი ვიყავი, მაგრამ უცებ სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. გავაცნობიერე, რომ ისინი როგორც ფეხბურთელს ისე არ მაფასებდნენ.

ერთხელ უკვე ჩემი ხედვა განვმარტე. მე თავისუფალ ცხოვრებას ვუჭერ მხარს.

ბევრი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი შეტყობინება მოდიოდა, მაგრამ უფრო მეტი იყო მხარდამჭერი წერილები. თუმცა, უარყოფითი სიტყვები “ჯოხივითაა”. ისევეა, როგორც ფეხბურთში: მწვრთნელის ცხრა კომპლიმენტის შემდეგ, განწყობა შესაძლია ერთმა კრიტიკამ განსაზღვროს”, – განაცხადა კაშიამ voetbalprimeur.nl-სთან კომენტარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები