LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FBI-ის შეფის ემოციური დამშვიდობება თანამშრომლებთან

134

„ძალიან რთულია იმ ხალხის დატოვება, ვინც ერთგულად ასრულებს თავის საქმეს. იმედი მაქვს, რომ თქვენ განაგრძობთ თქვენი ღირებულებებისა და ამერიკელი ხალხის დაცვას, მე კარგად ვიქნები, თუმცა მომენატრებით თქვენ, FBI-ის თანამშრომლები და ჩვენი საერთო საქმე“, – FBI ყოფილმა დირექტორმა თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.

FBI-ის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ გამოსამშვიდობებელ წერილში განაცხადა, „დიდი ხანია ეჭვი მქონდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეეძლო ჩემი  თანამდებობიდან გათავისუფლება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. FBI-ის დირექტორმა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ თავდაპირველად ბოროტ ხუმრობად მიიჩნია. ჯეიმს კომი ლოს-ანჯელესში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს ხვდებოდა, როდესაც კულისებიდან თანაშემწეებმა ანიშნეს სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტა.

ჯეიმ კომის წერილის ტექსტი ტელეარხმა CNN-მა გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები