LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია

78

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

როგორც „ფორტუნას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია.