LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქი” აბეზარ მომხმარებლებს “დამალავს”

51

„ფეისბუქი” აბეზარ მომხმარებლებს „დამალავს”. ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ სიახლეების კედელი უფრო ინფორმაციული და საინტერესო გახადონ, უაზრო სტატუსების რაოდენობა კი მაქსიმალურად შეამცირონ. ეს ეხება ასევე დაბალი ხარისხის ლინკებსაც.

როგორც ცნობილია, ექსპერტებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა და დაადგინეს, რომ ის ადამიანები ვინც დღის განმავლობაში ათობით პოსტს აქვეყნებდა, როგორც წესი, დაბალი ხარისხის კონტენტსაც ხშირად ავრცელებდა ხოლმე. სწორედ ამიტომ „ფეისბუქი” სერიოზულ კონტროლს იწყებს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს შეეხებათ და ოფიციალური გვერდები არ გაკონტროლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები