LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქი“ პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს ამკაცრებს

87

აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს ამკაცრებს.
სოციალური ქსელი შეამოწმებს პოლიტიკასთან დაკავშირებული სარეკლამო კაპმანიების ავტორებს და პოპულარული გვერდების ადმინისტრატორებს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

„ეს ნაბიჯები ვერ შეაჩერებს ყველას, ვისაც კანონის დარღვევა სურს. თუმცა მათ გაუჭირდებათ იმის გაკეთება, რაც რუსებმა 2016 წლის არჩევნების დროს გააკეთეს, როდესაც ყალბი პროფილები და გვერდები რეკლამისთვის გამოიყენებოდა. არჩევნებში ჩარევა არის პრობლემა, რომელიც ნებისმიერ პლატფორმაზე მეტია, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პატიოსანი რეკლამის შესახებ კანონს. ეს ინტერნეტში პოლიტიკური რეკლამის თამასას აწევს“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები