LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქმა” გადაწყვიტა, რომ ბევრი ჩვენგანი გარდაიცვალა

50

„ფეისბუქმა“ მომხმარებლების ნაწილს გუშინ შეატყობინა, რომ ისინი გარდაცვლილები არიან.

„სიენენის“ ინფორმაციით, ბევრი მომხმარებლის პროფილზე გამოჩნდა სამგლოვიარო ბანერი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კონკრეტული ადამიანი გარდაიცვალა და „ფეისბუქი“მის  ახლობლებს გარდაცვლილი მუდმივი მოგონების საშუალებას მისცემდა.

როგორც აღმოჩნდა, „ფეისბუქმა“ „გარდაცვლილად“ სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგიც გამოაცხადა.

გუშინვე, მოგვიანებით, „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქსელში საშინელი შეცდომა მოხდა და უახლოეს პერიოდში გაასწორებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები