LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქმა“ ყოველთვის იცის, შეყვარებული ხართ თუ არა

43

„ფეისბუქმა“ ყოველთვის იცის, შეყვარებული ხართ თუ არა. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი სიყვარულისა და სოც-ქსელის კავშირით დაინტერესდა და დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტს რომანტიკული ურთიერთობების წინასწარმეტყველება ფსიქოლოგზე უკეთ შეუძლია. ბევრი ადამიანი თავისი ურთიერთობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა „ფეისბუქმს“ მსგავსი რამ არასდროს გამოეპარება. ხელოვნური ინტელექტი ადვილად ხვდება, თუ როდის წარმოიქმნება ორ ადამიანს შორის რაღაც მეტი ვიდრე უბრალო მეგობრობა და ამ ურთიერთობას ისიც ხელს უწყობს. მაგალითად, თუკი თქვენ ერთი კონკრეტული მომხმარებლით ხართ დაინტერესებული, ის თქვენს კედელზე სხვებზე ხშირად გამოჩნდება. ჩატში კი ყოველთვის ლიდერ პოზიციაზე იქნება. საიტი მისი დაბადების დღის დაგეგმვასაც შემოგთავაზებთ და საერთო მოგონებებსაც ხშირად გაგახსენებთ ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები