LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქზე” ფერადი სტატუსების დაწერა შეგიძლიათ

183

Facebook-ზე დღეიდან ფერადი სტატუსების დაწერა შეგიძლიათ. Android-ისა და iOS-ის მოწყობილობებზე, აპლიკაციის დღევანდელ განახლებაში უკვე გამოჩნდა ფერადი პოსტების ფუნქცია, რომელიც, საშუალებას გაძლევთ, თეთრი ფონის ნაცვლად თქვენთვის სასურველი ფონი აარჩიოთ სტატუსისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში, სიმბოლოების რაოდენობა ლიმიტირებულია.

ახალი, ფერადი ფონები საშუალებას გაძლევთ, საკუთარი ემოციები თუ ხასიათი ჩანაწერით უკეთესად გამოხატოთ. ახალი ფუნქციის მეშვეობით არ ხდება ე.წ. meme-ების გაკეთება.

შეგიძლიათ, ჩვეულებრივი პოსტის მსგავსად ტექსტის დაკოპირება, რედაქტირება, ხოლო ფონი კვლავ იგივე შენარჩუნდება.

ფუნქცია მხოლოდ მობილური მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. იქნება თუ არა ვებპლატფორმაზე ანალოგიური ვერსია, ჯერ-ჯერობით, უცნობია.



 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები