LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელმა ბურთი ელექტროხაზს მოარტყა და ფეიერვერკი მოაწყო (ვიდეო)

82

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ბურთი ელექტროგადამცემ ხაზს მოარტყა და ნამდვილი ფეიერვერკი და სანახაობა გამოიწვია.

ნორვეგიის მესამე ლიგაში თანამედროვე სტადიონები არ არის, პროფესიონალი ფეხბურთელებიც ცოტანი არიან. „სელბაკი“ – მესამე ლიგის აუტსაიდერია (23 მატჩში 3 ქულა აქვს).
საშინაო შეხვედრაში „ვესტფოსენთან“ (0:5), მცველმა იონას ოლსენმა პირდაპირი გაგებით ცეცხლი დაანთო, ბურთი ელექტროგადამცემ მავთულებს გაუქანა…

არავინ დაზარალებულა, მსაჯმა კი მატჩი განაგრძო. მომხდარმა ფეხბურთელები გაახალისა და თამაშის შემდეგ ხუმრობდნენ, მათ შორის ვინმე ელექტრიკოსი ხომ არ იყო. გუნდი ხომ ნახევრადპროფესიულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები