LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი ბინძურია: დოპინგს ცნობილი ვარსკვლავებიც იღებდნენ

73

ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა 150-მა ფეხბურთელმა. 2016 წლისთვის კი, ეს რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

„ფეხბურთელები და ოფიციალური პირები ერთხმად ირწმუნებიან, რომ სპორტის ეს სახეობა თავისუფალია დოპინგისგან. ჩვენმა გუნდმა ეს მოსაზრება გამოწვევად მიიღო და დავამტკიცებთ, რომ ისინი იტყუებიან. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ 2015 წელს 150-ზე მეტი ფეხბურთელი გამოიჭირეს დოპინგზე, მომდევნო წელს კი ასეთი 200 ფეხბურთელი იყო“, – წერია Fancy Bears-ის ვებგვერდზე.

ასევე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებსაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, ე. წ. თერაპიული გამონაკლისის ძალით შეეძლოთ აკრძალული პრეპარატების მიღება. ასეთი 12 ნაკრების 25 ფეხბურთელი იყო, მათ შორის, არგენტინელები – კარლოს ტევესი, ხუან სებასტიან ვერონი, დიეგო მილიტო, გერმანელები – დენის აოგო და მარიო გომესი, იტალიელიები – მაურო კამორანეზი და ვინჩენცო იაკვინტა, ჰოლანდიელი დირკ კუიტი…

ქიბერჯაშუშური ჯგუფი Fancy Bears 2004 წლიდან მოქმედებს. მას 2016 წლის აგვისტოში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის გატეხვაში სდებენ ბრალს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთში სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი სპორტსმენებისთვის დოპინგის მიღება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები