LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი ეხმარება: მექსიკაში სტადიონები დახმარების ცენტრებად აქციეს (ფოტოები)

72

მექსიკურმა კლუბებმა საკუთარი სტადიონები მიწისძვირით დაზარალებულთა დახმარების ცენტრებად აქციეს.

მექსიკის უმაღლესი ლიგის კლუბებმა, რომელთა შორისაც ”ატლასი”, ”ვერაკრუსი”. ”ნეკაქსა”, ”მონტერეი”, ”ტიგრესი”, ”პაჩუკა”, ”ჩივასი”, ”უნამ პუმასი” და ”ლეონი” არიან, გულშემატკივრებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს საფეხბურთო არენების კარი გაუღეს. მიწისძვირით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს ყველა საჭირო პროდუქტის მიტანა სტადიონებზე შეეძლებათ.

მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრა 19 სექტემბერს მოხდა. სტიქიამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის მინიმუმ 20 ბავშვია.

ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოში 40-ზე მეტი შენობა დაინგრა. სახლებისა და სკოლების ჩათვლით. დედაქალაქის აეროპორტი ამ დროისათვის დაკეტილია. მიწისძვრის შედეგად თითქმის 4 მლნ ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები