LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი თავისუფლებაზე მეტია: ბრაზილიელი განგსტერი თამაშზე დააპატიმრეს

49

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩზე ბრაზილიელი განგსტერი დააკავეს.

ბრაზილიელმა დამნაშავემ, როდრიგო ვისანტინიმ, რომლის ანგარიშზეც ათზე მეტი შეიარაღებული ძარცვაა, საკუთარი თავისუფლება გარისკა, რათა ბრაზილიისა და კოსტა-რიკის მატჩს დასწრებოდა.

31 წლის ბრაზილიელმა მატჩზე დასასწრებას იტალიის მოქალაქის ყალბი პასპორტი დაამზადებინა და სოჭში იტალიის მოქალაქის, როდრიგო დინარდის სახელით ჩავიდა.

მიუხედავად ყალბი პასპორტისა, ბრაზილიელმა გზად რამდენიმე ქალაქი გამოიარა, მათ შორის ლონდონიც.

საბოლოოდ როდრიგო ინტერპოლმა საკუთარ ბაზებში ამოიცნო. იგი ამოიცნო უშუალოდ მატჩზე მყოფმა სამმა ბრაზილიელმა პოლიციელმაც და ბრაზილია-კოსტა რიკის მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ დამნაშავე დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის გულმხურვალე ქომაგს საერთო ჯამში ბრაზილიური კანონმდებლობით 50 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები