LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

78

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო პროცესი 30 ნოემბერს ჩატარდება, მანამდე კი დაკავებული შვიდი პირი სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს.

პროცესის გადადების მოტივი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება გახდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებმა საქმეზე უნდა წარადგინონ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის სამართალდარღვევას ადგილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები