LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

36

ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია. როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედანზე ნივთების სროლა დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები