LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთზე მეტი: ლივერპულის ჯადოსნური საღამო (ფოტო, ვიდეო)

74

ფეხბურთი არის ის, რაც წუხელ ლეგენდარული ”ლივერპულის” ლეგენდარულ ”ენფილდზე” მოხდა. სწორედ ამის გამო ეტრფის მილიონობით ადამიანი ამ სპორტს, სწორედ ამის გამო ხდებიან გუნდები ლეგენდად და ამის გამო იწერება ნამდვილი ისტორია. დაუვიწყარი სანახაობა, თრილერი, რომელიც ორმა დიდმა გუნდმა აჩვენა და დიდი სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს.

”ლივერპულმა” შეძლო შეუძლებელი, ის, რასაც ალბათ ვერც ”რეალი” და ”ბაიერნი” ერთად აღებული ვერ იზამდნენ. გაუტანო 4 გოლი ერთ ტაიმში დორტმუნდის ”ბორუსიას”, ასეთი რამ მართლაც მხოლოდ ერთხელ თუ მოხდება, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ”ლივერპულის” მზე ჩრდილშია მოქცეული და ეს გუნდი სტაბილური გამოსვლით ვერ დაიკვეხნის. დღევანდელი ”ბორუსია” კი ლაღად თამაშობს, თავდაჯერებაც არ აკლია და სიამოვნებასაც იღებს. ამის დასტური საწყის ათ წუთში ლამის მოთავებული საქმე იყო, როდესაც გერმანელები 2:0 დაწინაურდნენ და მთელი პირველი ტაიმი სერიოზული არაფერი გააბედინეს ქაოტურად მოიერიშე მერსისაიდელებს.

რა უთხრა კლოპმა შესვენებაზე ბიჭებს? რა და, სტამბოლის ცნობილი ფინალი შეახსენა. არადა, ამ ბიჭებს შეიძლება განსაკუთრებული არც არაფერი უთხრა. ეს ხომ ”ენფილდია”, ინგლისური ფეხბურთია, ”ლივერპულია”: აქ ბევრი ლაპარაკი საჭირო არც არის: ადგა, გავიდა და ითამაშა – მონდომება დაუფასდა. დაუფასდა გამართლებით. გამართლებით კი ძლიერებს უმართლებთ. ძალიან სიმპატიური დორტმუნდი ნამდვილად ცოდოა და აწი კიდევ უფრო საცოდაობა იქნება, რომ ამ წყვილში გამარჯვებულმა არ მოიგოს ევროპის ლიგა.

გუშინ ჯერ გაოგნებული, მერე თითქოსდა უიმედო (როდესაც მარკო როისმა მესამეც შეაგდო და თითქოს მორჩა კიდეც ყველაფერი), ბოლოს კი ამაყი და გადარეული ”ენფილდი” ღრიალებდა და მადლობას უხდიდა ყველა მონაწილე მხარეს.

ყოჩაღ და მადლობა ყველას! აი ეს არის ფეხბურთი.

სხვა შეხვედრებიდან აღსაიშნავია ეპსანური დუელია. ”სევილიამ” შინ ”ბილბაოსთან” ისეთივე ანგარიშით (1:2) წააგო, როგორც გასვლაზე მოგებული ქონდა და საქმე პენალტებამდე მიიყვანა. იქ კი ანდალუსიელებს გაუმართლად და ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სვლას განაგრძობს.

მას შეურთდა თანამემამულე ”ვილიარეალი”, რომელმაც სამი უპასუხი გოლით პირველსავე ტაიმში მოუთავა საქმე ”სპარტას” (საბოლოო 4:2). დონეცკის ”შახტარი კი უპრებლომოდ გავიდა.

ნახევარფინალების წილისყრა დღეს შუადღეს გაიმართება.

ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

შახტარი-ბრაგა    4:0 (2:1)

გოლები: 1:0 სრნა (25-პენ), 2:0 რ. ფერეირა (43 ს. კ.), 3:0 კოვალენკო (50), 4:0 რ. ფერეირა (74 ს. კ.)

სპარტა-ვილიარეალი    2:4 (1:2)

გოლები: 0:1 ბაკამბუ (5), 0:2 კასტილიეხო (43), 0:3 ლაფატა (45 ს. კ.), 0:4 ბაკამბუ (49), 1:4 დოჩკალი (65), 2:4 კრეიჩი (71)

სევილია-ბილბაო 1:2 (2:1) 5:4 პ.

გოლები: 0:1 ადურისი (57), 1:1 გამეირო (59), 1:2 რაულ გარსია (80)

ლივერპული-დორტმუნდი    4:3 (1:1)

გოლები: 0:1 მხითარიანი (5), 0:2 ობამეიანგი (9), 1:2 ორიჯი (48), 1:3 როისი (57), 2:3 კოუტინიო (66), 3:3 სახო (78), 4:3 ლოვრენი (91)

ლივერპული: მინოლე – კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო – მილნერი, ჯანი (80. ლუკასი) – ლალანა (62. ალენი), ფირმინო (62. სტარიჯი), კოუტინიო – ორიჯი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი – პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი – კასტრო (82. გიუნდოგანი), ვაიგლი – მხითარიანი, კაგავა (77. გინტერი), როისი (83. ა. რამოსი) – ობამეიანგი.

https://www.youtube.com/watch?v=urruYLVxNvI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები