LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხი ფეხზე: სტეფ კარიმ ფაჩულიას დააბიჯა და თამაში ვეღარ გააგრძელა (ვიდეო)

62

NBA-ის რეგურალური სეზონის მორიგი შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” სტუმრად “ატლანტას” მოუგო – 114:109.

ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა ზაზა ფაჩულია. ქართველ ცენტრს უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო სამწუხაროდ მკვეთრად შეუმცირდა. ზაზამ პარკეტზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო და გუნდს 2 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით შეეწია. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ისროლა და ისიც ჩააგდო.

“უორიორზის” რიგებში საუკეთესოები სტეფ კარი და კევინ დურანტი იყვნენ. ორივემ 28-28 ქულა ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში კარიმ ტრავმა მიიღო, ფაჩულიასთან შეჯახებისას შედეგად… თუმცა, ამჯერად ქართველი ნამდვილად არ ყოფილა დამნაშავე, რადგან სტეფი თავად დაეჯახა მოძრაობაში მყოფი.

“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში ისევ მეორე ასგილზე იმყოფება 49 მოგებითა და 14 წაგებით.

სტეფ კარიმ ზაზას ფეხი ფეხზე დაადგა, რის შემდეგაც მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ამ ვიდეოში ზაზას სხვა შემთხვევებიც გაუხსენეს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=96&v=zXBKrnukm5o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები