LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხით მოსიარულეები, შესაძლოა, ჩამოვარდნილმა სამშენებლო ნაგავმა იმსხვერპლოს

45

კორპუსების რემონტისას უსაფრთხოების ნორმები თბილისში სულ უფრო ხშირად ირღვევა. რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი თამუნა გოგუაძე ამბობს, რომ ახალაშენებული კორპუსის სხვენიდან სამშენებლო ნაგავი მისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

„გაურკვეველი კომპანია, ან კერძო პირი აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს იოსებიძის 57 ნომერში, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის უგულებელყოფით. არ იყო შემოსაზღვრული ტერიტორია, არ აფრთხილებენ გამვლელებს, მუშაობენ კუსტარულად დამზადებული ტვირთმზიდებით და მალავენ ვინაობას.

მრავალსართულიანი კორპუსის სხვენიდან დაშვებული სამშენებლო ნაგვით დატვირთული ურნის თოკი გაწყდა და უზარმაზარი ქვები ფეხებზე დამეცა, პრეტენზიის გამოთქმისას კი, სავარაუდოდ ხელოსანმა, მიპასუხა : ”რა იყო, მოკვდი?” ვეძებ ორგანოს, რომელსაც ფაქტზე რეაგირება ევალება!“ – ამბობს ჟურნალისტი.

თუ რომელი კომპანიის მიერ იყო სახლი აშენებული, გოგუაძემ ხელოსნებისგან პასუხი ვერ მიიღო. ვარაუდობს, რომ კერძო პირის ბინის რემონტი მიმდინარეობს, რადგან ხელოსნებს რომელიმე სამშენებლო კომპანიის უნიფორმები არ ეცვათ.

თბილისის მერიაში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ კეთილმოწყობის სამსახური მხოლოდ პროექტის სტანდარტებზეა პასუხისმგებელი, სარემონტო სამუშაოების დროს კი, მსგავსი შემთხვევისას, დაზარალებულმა პატრულს უნდა მიმართოს.

13165834_10206094139381458_4366522135581027794_n

13173852_10206094142781543_2335602854795452612_n

13221616_10206094135261355_1090235156044063734_n

13239335_10206094134421334_7065204513054321965_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები