LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხშიშველი ჯულია და ჯადოსნური ამალი კანის კინოფესტივალზე (ფოტო)

76

კანის კინოფესტივალის პროგარამა გეგმის მიხედვით გრძელდება. ამჯერად კინოვარსკვლავებმა ჯოდი ფოსტერის ფილმის, „ფინანსური მონსტრის“ პრემიერაზე მოიყარეს თავი. რეჟისორთან ერთად წითელ ხალიჩაზე ფილმში მონაწილე მსახიობები, ჯულია რობერტსი, კატრინა ბალფი და ჯორჯ კლუნი გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელს თან ახლდა მეუღლე, ამალ კლუნი, რომელიც გახდა კიდეც პრემიერის მთავარი მარგალიტი.

ამალ კლუნი ნამდვილ პრინცესას გავდა Versace-ს ჯადოსნურ კაბაში. მან თავისი გამოჩენით ისეთი ვარსკვლავები დაჩრდილა, როგორებიც არიან ჯესიკა ჩესტეინი, ნაომი უოთსი, ევა ლონგორია და სუზან სარანდონი. ულამაზეს შავ კაბაში ბრწყინავდა ჯულია რობერტსიც, რომელიც წითელ ხალიჩაზე ფეხშიშველი გამოჩნდა. სწორედ ამალ კლუნი და ჯულია რობერტსი გახდნენ პრემიერის მთავარი გმირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები