ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია: როგორ მოვიგოთ მამლის გული და მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა

პოპულარული

ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია: როგორ მოვიგოთ მამლის გული და მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.  გთავაზობთ ფენ შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რჩევებს, რომლებიც სპეციალურად “ფორტუნას” მკითხველისთვის მომზადდა.

როგორ მოვაწყოთ საახალწლოდ ინტერიერი, როგორ განვალაგოთ სიმბოლოები დანიშნულების მიხედვით, როგორ მოვიგოთ მამლის გული – რჩევებს სპეციალისტისგან მიიღებთ.

  • ახალი წლის დადგომამდე მოაწყვეთ საკუთარი სახლი ისე, რომ მოიგოთ მამლის გული და მოიპოვოთ მისი კეთილგანწყობა.
  • განსაზღვრეთ ბინაში ჰორიზონტის მხარეები და განალაგეთ სიმბოლოები მათი დანიშნულების გათვალისწინებით.
  • 2017 წელს ჩრდილოეთის მხარე კარიერული წინსვლას აღნიშნავს.  მოათავსეთ ამ მხარეს კუს ფიგურა, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ კარიერულ და ფინანსურ წარმატებას.
  • ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე რომანტიკული ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი. თუ გსურთ ახალი ურთიერთობის გაბმა, ახალი წლის ღამეს მეტი დრო გაატარეთ თქვენი ბინის ამ ნაწილში.
  • თუ ბინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოათავსებთ აკვარიუმს, დეკორატიულ შადრევანს ან წყლით სავსე ლარნაკს, მაშინ მთელი წელი დაცული იქნებით დანაკარგებისაგან და სხვათა ტყუილებისგან.
  • სამხრეთ ნაწილი საუკეთესო ადგილია „ქარის მუსიკის“ მოსათავსებლად, რადგან სწორედ ეს სიმბოლო დაგიცავთ ყველა უსიამოვნებისა და წარუმატებლობისგან. უმჯობესია თუ მას დაკიდებთ კედელზე ან ფანჯარაზე, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოკიდოთ საწოლის თავზე.
  • წლევანდელი წელი დატვირთულია ნეგატიური კოსმიური ენერგიებით. აღმოსავლეთით ესაა ე.წ. „ყვითელი ხუთიანი“, რომლისგან თავის დასაცავადაც საჭიროა თქვენი ბინის აღმოსავლეთ მხარეს დადოთ მოღუნული დანა. დასავლეთითაა იუპიტერი, რომლის გასანეტრალებლად, დაკიდეთ ექვსმილიანი „ქარის მუსიკა“. სამხრეთიდან წამოსული სამი სიკვდილის ენერგიის გასანეიტრალებლად კი, ამ მხარეს ხუთმილიანი „ქარის მუსიკა“ გამოგადგებათ.

გადაცემის ჩანაწერი

რჩევები /

|

26 დეკემბერი, 2016

|

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები